არასრულწლოვანი #140 ავტობუსში დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
„ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევა დღეს მოხდა და ამ დრომდე მიმდინარეობს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.