Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, სისხლის დანაკარგი 2 ლიტრამდეა“ - ექიმი

10 ივლისი, 2018 18:32

თბილისში, ავტობუსში 17 წლის მოზარდი დაჭრეს. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,  ოპერაცია დასრულდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული. 

„პაციენტი მოყვანილი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობისა და ჰემორალური შოკის დიაგნოზით. ჩაუტარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, იყო ასევე, კუჭის გამჭოლი ჭრილობა, პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა. გაიკერა კუჭი, პანკრეასი და დაზიანებული სხვა ორგანო. შეჩერდა სისხლდენა. სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა. მძიმეა პაციენტის მდგომარეობა, გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა „რეგიონულ ჰოსპიტლის" ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა, ლექსო ლაგვილავამ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^