Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

11 ივლისი, 2018 10:46

შალვა შავგულიძემ პროკურორობის კონკურსიდან პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ხელისუფლებამ არ მოისურვა რომ დემოკრატიის ასეთი მცირე ხარისხი მაინც შეეძინა. ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამით იყო განპირობებული. ჩემი მონაწილეობა ასე იქნებოდა ანტურაჟი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შავგულიძის კანდიდატურა პროკურორობის კონკურსზე პარტია "ევროპულმა საქართველომ" დაასახელა. 

„სხდომის გახსნისთანავე დავაყენე მოთხოვნა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება ღია ყოფილიყო მედიისთვის. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კანდიდატების პასუხები მიიღოს ლაივ რეჟიმში და თავად შეაფასოს, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ჩვენი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ვერ ვხედავ აზრს მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, შალვა შავგულიძეც იგივე პოზიციაზეა. ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ საპროკურორო საბჭო აირჩევდა მთავარ პროკურორად შავგულიძეს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში ორი კანდიდატი დარჩა. ესენი არიან: შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^