ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და „იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო“.
მცხეთის სასამართლოში კობაურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.
„ისინი მე არ დამიხოცავს. უცხო ორი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.
რა მოხდა ხადის ხეობაში - შსს ამერიკელების ოჯახის მკვლელობის საქმეზე დეტალებს ავრცელებს
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
რა ვითარებაში დახოცეს სმიტების ოჯახი - პროკურატურის ვერსია
შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო - „სმიტების მკვლელობაში ბრალდებული: მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი კაცი იყო და იმათ დახოცეს“, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ გაუნცხადა, რომ ბრალდებული „უცხო პირებს“ ამბობს და არა უცხოელებს.