Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ციფრული სკოლის კონცეფცია“ - განათლების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში უსმენენ

13 ივლისი, 2018 14:22

დღეს პარლამენტში დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოხსენებისას ყურადღება ციფრული სკოლის კონცეფციაზე გაამახვილა.

მისი განმარტებით, ციფრული სკოლის კონცეფცია გულისხმობს ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებისას, - „აქ იგულისხმება, ასევე, თანამედროვე საინფორმაციო ცოდნის წყაროები, როგორც ტექსტუალური მასალა, ვიდეომასალა, სხვადასხვა განმავითარებელი პროგრამა“.

მისი თქმით, ციფრული სკოლის კონცეფცია უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს  მისცემს მსგავსი ტიპის პროგრამების გამოყენების შესაძლებლობას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის, რომ ბავშვებისთვის გავაძლიეროთ ტექნოლოგიებზე წვდომა, იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არა აქვს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ციფრული სკოლების იდეალურ მოდელს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოზარდისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ საკმაოდ სწრაფად. უახლოეს პერიოდში შევეცდებით, რომ ამ კონტენტმა დაიწყოს მუშაობა და გაჩნდეს გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ბავშვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სასკოლო განათლებაზე საუბრისას ბატიაშვილმა სახელმძღვანელოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. 

„განახლდა სასწავლო გეგმები და ახალი სახელმძღვანელოები შევა სექტემბრიდან სკოლებში. ვიცი, რომ პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს ახალი სასწავლო გეგმების მიხედვით. ვიცი, რომ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა იყო - რომელიმე სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ პირველკლასელის ჩანთის ტარება შეგძლებოდა. როგორც ვიცი, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია, თუმცა ამას განვითარება სჭირდება. სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობთ, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების ნამუშევრები, ასევე ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მსოფლიოში არსებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. ანუ ყველაზე თანამედროვე გამოცემები, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის განვითარებული ქვეყნების სკოლებში, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი? ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეიძლება გავამდიდროთ სახელმძღვანელოების ნაწილი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მალე საზოგადოებას წარუდგენენ სამინისტროს გაერთიანებულ სტრატეგიას, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ვადები და დასახული მიზნები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^