საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ფრანგებმა ხორვატიის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.
ანგარიში მარიო მანჯუკიჩის ავტოგოლით გაიხსნა. ივან პერისიჩმა ანგარიში გაათანაბრა, რასაც ანტუან გრიზმანის შესრულებული პენალტი მოჰყვა. ხორვატიის კარში მე-3-4 გოლები პოლ პოგბამ და კილიან მბაპემ გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი მარიო მანჯუკიჩმა დააფიქსირა.