
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთავარ პროკურორობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მოსმენის შემდეგ მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურა მოიწონა. კომიტეტის უმრავლესობამ - 9 წევრმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა და საკითხი განსახილვევლად პლენარულ სხდომაზე გავიდა.