საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.
მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი ბრძანებები მამუკა ბახტაძემ დღეს გამოსცა.
სამთავრობო ცვლილებებამდე სოზარ სუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იყო, მიხელ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.