Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გვექნება“ - პუტინი

17 ივლისი, 2018 11:43

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრება მისი ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის გამო, რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ ორი ქვეყნის მიღებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენს საზღვრებთან NATO-ს ინფრასტრუქტურის მოახლოება არის საფრთხე და ამაზე რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება“, - თქვა პუტინმა შეკითხვის საპასუხოდ, როგორი დამოკიდებულება ექნება რუსეთს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრებაზე.

„მე კარგად ვიცი, როგორ იღებენ NATO-ში გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, იქ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება.

თუმცა ამის გარეშეც  NATO-ს ცალკე წევრებთან მიდის მუშაობა ორმხრივ საფუძველზე. ეს გაკეთდა პოლონეთთან, რუმინეთთან, სადაც ახლა მიმდინარეობს აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ NATO-ს ინფრასტრუქტურისა და სამხედრო კონტინგენტის გაფართოებას აღმოსავლეთით რუსეთი ეროვნულ საფრთხედ აღიქვამს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^