Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება - კომპანიის დირექტორი

18 ივლისი, 2018 14:00

მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში ცვლის უფროსის, ცვლის ინჟინრის, უსაფრთხოების ინჟინრისა და ამფეთქებლის ოსტატის შეცდომა იკვეთება, რადგან არ იყვნენ დარწმუნებული აფეთქების უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ „საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა პირველ არხთან განაცხადა. მისივე თქმით, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მანძილზე არ გაიყვანეს.

დირექტორისვე განმარტებით, „საქნახშირის“ ადმინისტრაცია მზადაა, დააკმაყოფილოს მეშახტეების მოთხოვნა და თანამდებობიდან გაათავისუფლოს შახტის დირექტორი და შახტის მთავარი ინჟინერი.

„ვინაიდან ახლა იძულებითი გაჩერების რეჟიმში ვართ, სამუშაოების განახლების შემდეგ განვიხილავთ მეშახტეების მოთხოვნას მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას 16 ივლისს 4 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^