
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, 5 დაწესებულებას კი შეუჩერდა პროგრამის მიმწოდებლის (პროვაიდერის) სტატუსი.
იმ დაწესებულებებს, სადაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი საკეისრო კვეთა ჩატარდა, ხელშეკრულება შეუწყდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან.
1) შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავლპროფილური კლინიკა „დედაშვილობა“;
2) შპს „ოქროს საწმისი-XXI“;
3) შპს „პირველი საავადმყოფო“;
4) შპს საქართველოს საპატრიაქროს „წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“;
5) შპს ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.
სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება/შემცირების მაჩვენებელი. ამ პირობის შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლებს განესაზღვრათ საჯარიმო სანქციები და სულ 17 სამშობიარო დაჯარიმდა.
1) შპს BROTHERS-ი,
2) შპს „ბაიები“;
3) სს ჩაჩავას ლინიკა;
4) შპს „უნიმედი კახეთი“; მ.იაშვილის სახ.ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი;
5) შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
6) შპს ახალი სამშობიარო ცენტრი;
7) შპს დავით დავარაშვილის კლინიკა;
8) შპს იმედის კლინიკა;
9) შპს ხონელიძის კლინიკა;
10) შპს მედკაპიტალი (გლდანის ფილიალი);
11) შპს ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი;
12) შპს ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი;
13) შპს „ჰერა 2011“;
14) შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობა“;
15) შპს „ოქროს საწმისი - XXI საუკუნე";
16) შპს „პირველი საავადმყოფო“;
17) შპს საქართველოს საპატრიარქოს „წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“.
„საჯარიმო სანქცია დამოკიდებულია კლინიკის მიერ საკეისრო კვეთის რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე და განსაზღვრულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებით.“ - განუცხადეს „ლიბერალს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი არ შემცირებულა და 44.4%-ს შეადგენს.
WHO რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11%-ს არ აღემატება.
შეკითხვაზე, საქართველოს რომელი ქალაქები/სოფლები გამოირჩევა საკეისრო კვეთის რაოდენობით? სააგენტოში გვიპასუხეს.
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რეგიონებში საკეისრო კვეთები შემცირებულია, რასაც ვერ ვიტყვით თბილისზე, ქუთაისსა და ბათუმზე.
მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, რომელთაც 1 წელში 750 მშობიარობა არ ექნება ჩატარებული. საუბარია თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე. „ - ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სიახლეები ორსულებისთვის და სამშობიაროებისთვის - ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან