განათლების მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება.
პროფესიული განათლების მიმართულებას ქეთევან ნატრიაშვილის ნაცვლად ლია გიგაური უხელმძღვანელებს. ნატრიაშვილი მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დარჩება, ხოლო ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილე გახდება ირინა აბულაძე, რომელიც მანამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობდა და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა.
ასევე 2016 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
მინისტრის მოადგილეებად რჩებიან თეიმურაზ მურღულია და ალექსანდრე თევზაძე.
კულტურის მიმართულებთ მოადგილე იქნება ლევან ხარატიშვილი, სპორტის მიმართულებით კი - შალვა გოგოლაძე.