Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მთარგმნელი ქეთი ქანთარია სასამართლოში უჩივის

19 ივლისი, 2018 17:26

მთარგმნელი ქეთი ქანთარია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება პოლ ოსტერის რომანის თარგმანს.

ქეთი ქანთარიას ნათარგმნი „ნიუიორკული ტრილოგია“ „სულაკაურმა“ პირველად 2008 წელს გამოსცა. როგორც მთარგმნელი ამბობს, კონტრაქტისა და ჰონორარის გარეშე (პირველი გამოცემის შემთხვევაში მას არ მოუთხოვია ჰონორარი). თუმცა დავის საგანი ამავე ტექსტის მეორედ, 2016 წელს გამოცემა გახდა. როგორც თავად ქეთი ქანთარია ამბობს, წიგნი ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულებისა და ანაზღაურების გარეშე გამოიცა. 

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ქეთი ქანთარია გეგმავდა, რომ პოლ ოსტერის რომანი „მთარგმნელების გამომცემლობის“ (პროექტი, რომელიც მთარგმნელების ჯგუფს გააერთიანებდა) ეგიდით გამოეცა. ამის შესახებ მან „სულაკაურის გამომცემლობას“ შეატყობინა. პასუხად კი მიიღო, რომ აღნიშნული რომანის ხელმეორედ გამოქვეყნების უფლება „სულაკაურმა“ უკვე შეიძინა. ქანთარიას თქმით, ის შეცდომაში შეიყვანეს, რომ თავისსავე თარგმანზე საავტორო უფლება აღარ ეკუთვნოდა - ამაში იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ დარწმუნდა. 

მთარგმნელის ადვოკატი გიორგი თაქთაქიშვილი ამბობს, რომ სასამართლოში გამომცემლობისგან მოითხოვს კომპენსაციის გადახდასა და თარგმანის გამოყენების აკრძალვას, ასევე წიგნის გაყიდვიდან ამოღებას.

„იქ საჭირო იყო, რომ გამომცემელს ჰქონოდა მთარგმნელის ნებართვა - ასეთი ნებართვა ბუნებაში არ არსებობს. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს არც კონტრაქტი და მისთვის ანაზღაურებაც არ გადაუხდიათ. „სულაკაურის გამომცემლობაც“ არ უარყოფს, რომ ჰონორარი არ გადაუხდიათ, ისინი ამბობენ, ჩვენ ასე მივიჩნიეთ, რომ ეს ჩვენი იყოო. ზეპირად ასე ამბობენ და სასამართლოზე რას იტყვიან, არ ვიცი“, - ამბობს თაქთაქიშვილი. 

„ლიბერალი“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასაც“ დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ „გამომცემლობა კომენტარისგან თავს იკავებს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^