„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის შესახებ palitravideo.ge-სთან საუბრობს.
როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, როდესაც სიმართლის მოსმენა უჭირს პოლიტიკურ გუნდს მისი კომავალი ძალიან ბუნდიოვანია.
„მე ვცდილობდი „ქართული ოცნებისთვის“ მომეწმინდა ის აურა, რომელიც მის გარშემო ჩამოყალიბდა. ხალხს გაუჩნდა იმდენად უსამართლობის გრძნობა რომ ყოველ არაადეკვატურ სიტუაციაში ქუჩაში გამოდიოდა და საკუთარი ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას.
ვფიქრობ, რომ სიმართლის მოსმენა როცა უჭირს პოლიტიკურ გუნდს მისი პოლიტიკური მომავალი ძალიან ბუნდოვანი იქნება ცოტა ხანში.
უჭირთ სიმართლის მოსმენა, ზოგადად და ეს გახდა ალბათ „ქართული ოცნების! პრობლემა. ჩაიკტეა ძალიან. ყოფილი პრემიერ მინისტრი ყოფილი მიალანძღეს, ყოფილ თანაგუნდელებს ლანძღავენ და ახლა დაველოდოთ მოდი რას იტყვიან და შესაბამისად მერე გავცემ პასუხებს. ჩემთვის ძალიან საინტერესია მე რას დამაბრალებენ და რას მოიფიქრებენ.
მორალზე და ეთიკაზე რომ ლაპარაკობს კობახიძე, თუნდაც ის დანარჩენები, სახელების და გვარების გახსენებაც უხერხულია მაგ ადამიანების, რადგან „ქართულ ოცნებას“ არა მგონია მაგ ადამიანებისგან დიდი სარგებელი ჰქონდეს.
თუ რამე მხარდაჭერა დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ ადამიანების ხარჯზე დაკარგა რომლებმაც დღეს ხელი მოაწერეს ჩემი პარტიიდან გარიცხვას, "- ამბობს დავით ჭიჭინაძე.
მას ეჭვი ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცის. დავით ჭიჭინაძე აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
„შუა რგოლში გაჩხერილი ადამიანები რა დღეში ჩააგდებენ „ქართულ ოცნებას“ მაგასაც დავინახავთ ძალიან მალე. ფიქრობენ რომ ბევრნი არიან და არ ეშინიათ გარიცხვის, მაგრამ სიმრავლეში არ არის საქმე, ხარისხშია. რომელი ჯობია ასი ცხვარი თუ ერთ მგელი, მაგასაც დავანახებთ, "- ამბობს დავით ჭიჭინაძე.
დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.