ავსტრიაში დედაქალაქის მთავრობამ ვენის მეტროს ერთ-ერთ ხაზზე მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგა.
ეს იყო სპეციალური კამპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან ვენის მეტროში სიცხემ + 35 გრადუსს მიაღწია. ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის სპიკერმა, დანიელ ამმანმა განაცხადა, რომ ეს ერთჯერადი აქცია იყო. მისივე თქმით, მეტროში უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მაღალი ტემპერატურა გახდა.
როგორც Telegraph წერს, ვენის მეტროში ჰაერის კონდიცირების სისტემის პრობლემაა. ეს განსაკუთრებით შეეხოთ მეტროპოლიტენის U6 ხაზის მგზავრებს.