გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აგვისტოში საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ტელევიზია დაუკავშირდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ოფისსაც, საიდანაც მიიღო გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხი.
„მადლობას გიხდით, რომ დაგვიკავშირდით. ჩვენი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, კანცლერის ვიზიტების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ვასაჯაროებთ მხოლოდ ვიზიტის წინა პარასკევს“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხში.