Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანემიის დიაგნოსტიკა უფასოდ ჩატარდება

19 ივლისი, 2018 15:37

21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარდება.

ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, სიარულის გაძნელება - ეს სიმპტომები ანემიით გამოწვეული დაავადებების მცირე ჩამონათვალია. მიზეზი კი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური, ჰემატოლოგიური დაავადებები და  სხვა.

ანემიით დაავადებულმა პაციენტებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი. კერძოდ, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში, გადამოწმდეს ჰემოსტაზის მაჩვენებლები და ჩატარდეს მუცლის ღრუს (ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა  და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იწარმოებს ექიმის კონსულტაცია და ანემიის უფასო დიაგნოსტიკა. ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, რადიოლოგი, პროქტოლოგი და ექიმი-ლაბორანტი უფასო კონსულტაციებს 10:00-16:00 სთ-მდე  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. №206) ჩაატარებენ.

უფასო კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 591 80 42 07

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^