ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი აცხადებს, რომ დ.ღ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. გოჩა კვარაცხელიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დამალვის ნაწილში აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის შესახებ სასამართლოს ზაზა სარალიძის თხოვნით არ აცნობა.
„ის ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ თავს. კერძოდ, ერთ ნაწილში, ზაზა სარალიძის ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ და ამბობს, რომ მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა. სასამართლოს კი ამის თაობაზე თავად ზაზა სარალიძის თხოვნით არ მოახსენა. საუბარი ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს ხელი შეშლოდა", - განაცხადა გოჩა კვარაცხელიამ.
შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავა
გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს