Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა დოკუმენტებს გადასცემს ეკონომიკის სამინისტრო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურას

21 ივლისი, 2018 16:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას სრულ დოკუმენტაციას გადასცემს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის კონკრეტული საკითხებია ჩამოთვლილი, რასთან დაკავშირებითაც სამინისტრო დოკუმენტაციას გადასცემს. 

„სამინისტრო პროკურატურას გადასცემს სრულ დოკუმენტაციას ე.წ. TIR პარკების მოწყობის თაობაზე სხვადასხვა კომპანიებისთვის ნებართვების გაცემის შესახებ, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს-ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებულ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^