Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► შახტში დაღუპული სამი მეშახტე დღეს დაკრძალეს

21 ივლისი, 2018 18:10

ლაშა ფორჩხიძე, იოსებ ქარქაშაძე და მურმან ლილუაშვილი დღეს დაკრძალეს. ქარქაშაძესა და ფორჩხიძეს სამოქალაქო პანაშვიდი, ტყიბულის ცენტრში, ეკლესიაში გადაუხადეს. დაღუპულ მეოთხე მეშახტეს, მიხეილ გამეზარდაშვილს ხვალ, 22 ივლისს დაკრძალავენ. 

16 ივლისს, ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსმა მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. 

ფოტო:

ლაშა ფორჩხიძე 30 წლის იყო. ის 8 წელი მინდელის შახტში, მიწისზედა სამუშაოებზე მუშაობდა. ახლობლების თქმით, რამდენიმე თვის წინ, შახტში ჩასვლა გადაწყვიტა, რადგან მიწისქვეშ, ნახშირმოპოვებით სამუშაოებზე მეტ ხელფასს გამოიმუშავებდა. ლაშა 16 ივლისის დილას დაიღუპა. მას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და ბებია და ბაბუა ზრდიდა. მათთან ერთად ცხოვრობდა ტყიბულშიც. 

ამ დროისთვის ტყიბულის შახტები გაჩერებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებს სწავლობს. გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  მინდელისა და ძიძიგურის შახტები "ჯი-აი-ჯი ჯგუფს" ეკუთვნის.

ლაშა ფორჩხიძის ბებია

ლაშა ფორჩხიძის გარდა, ეკლესიაში, მასთან ერთად დაღუპული, მეშახტე იოსებ ქარქაშაძის სამოქალაქო პანაშიდიც გაიმართა;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^