
ყვარელში მდებარე განვითარებული შუასაუკუნეების ე.წ. თურგაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„დარბაზული ეკლესიაა სამხრივი მინაშენით. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებით იყო გამოყოფილი დარბაზისგან. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. აღმოსავლეთის მინაშენში ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი გადიოდა.
ტაძრის ინტერიერი სავსეა ნაშალი მასით და დაფარულია მცენარეული საფარით. მინაშენებიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ქვედა ფრაგმენტები და ჩრდილოეთი მინაშენის გამყოფილი კედლის ნაწილი“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.