საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 6 შეტყობინება. ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ამინდის გაურესება, რის გამოც ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება.