
„მეშახტეების ბრძოლა“ - ტყიბულში აქცია იმართება. მეშახტეები ქალაქის ცენტრში სიტყვით გამოდიან და ტყიბულელებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
ტყიბულში, ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება.
ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნებია:
მოხდეს 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა;
განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება;
კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა;
გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი;
მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით.