ზვიად კუპრავა, „ნუ მომკლავ“ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დაიწყო შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია. მისი თქმით, განცხადებებს ისინი საქართველოს პრემიერსა და ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ერთ კვირაში წარუდგენენ.
„დავიწყეთ რეგისტრაცია ადამიანების, ვინც დაჩაგრა სახელმწიფომ და არის ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი.
აღნიშნულ განცხადებებს დაზარალებულ ადამიანებთან ერთად 1 კვირაში წარვუდგენთ ახალ პრემიერ-მინისტრს და ახალ მთავარ პროკურორს.
მივცემთ მათ გონივრულ ვადას და მოვთხოვთ, ყველა საქმესთან მიმართებით დადგეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგები“, - აცხადებს ზვიად კუპრავა.
კუპრავას თქმით, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ოფისში“. მისამართი: პეკინის #39 .
აქციაში კუპრავასთან ერთად მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მონაწილეობს.
,-