
ქართველმა მოსწავლეებმა ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოლიმპიადა 15-22 ივლისს ირანში, თეირანში გაიმართა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა) და ბაჩუკი დალაქიშვილი (შპს „თამარიონი“), ხოლო საბა ბირკაძე (კომაროვის სკოლა) წამახალისებელი სიგელით დაჯილდოვდა.
საქართველო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) 2011 წლიდან მონაწილეობს.