Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვების დაჯგუფებები შესაძლოა, ე.წ. „სექსუალური დაჯილდოების სისტემას" იყენებდნენ - UNICEF

24 ივლისი, 2018 12:08

ქუჩის ბავშვების ჯგუფების შიდა დინამიკისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს სექსუალური დაჯილდოების სისტემა, რაც გოგონებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს. - ვკითხულობთ  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში. 

თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის).

სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ.

"ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ. ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობითა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც",  - ვკითხულობთ კვლევაში. 

ამავე კვლევის თანახმად, ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის. 

ასევე თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც „მორგის“ ბავშვები).

ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს.

მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ.

ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს.

ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან.  

სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ - ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მიერ  დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^