
ბიძინა ივანიშვილიმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ პანორამას პროექტსა და პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა გადასასვლელზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამით არაფერი დაზიანებულა და შეურაცხმყოფელი იყო ბრალდება, რომ თითქოს ის სკვერს ამახინჯებდა.
„მე მინდა, გავიხსენო პანორამა და ერთ ლარად ნაყიდი მიწისქვეშა გადასასვლელი, რაზეც რამდენიმე კვირა მთელი საქართველო ყირაზე დააყენეს, რომ ივანიშვილმა ერთ ლარად იყიდა პუშკინის სკვერი, ამ დროს პუშკინის მიმდებარედ მიწისქვეშ, როცა მიწის ზემოთ არაფერი დაზიანებულა, სასტუმროს, რომელიც თავისთავად კარგია, ავტოსადგომი გაუკეთდა. მე იმას, რა თქმა უნდა, გადავიხდიდი და ამას სალაპარაკოდ არ გავხდიდი ერთ ლარსაც კი, მაგრამ ისევ დავარღვევდი პროცესს. ისევ დავამახინჯებდი რაღაცას და რაღაცას სწორ შეფასებას არ მივცემდი. არ შეიძლება, როდესაც ავტოსადგომებზე ასეთი მოთხოვნაა, სახელწიფომ აიღოს მიწისქვეშ გადასასვლელებზე ფული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, პანორამა, ისევე როგორც სხვა სასტუმროები საერთო საქმისთვის კეთდება და ის თბილისის სავიზიტო ბარათი გახდება.
„რად მინდა საერთოდ რა თავში ვიხლი ამ სასტუმროების მშენებლობას, ის საერთო საქმისთვის კეთდება. პანორამა ცეკავშირის შენობის საზღვრებს ერთი მეტრით არ გადაშორებია და ზუსტად იმ ფარგლებში ჩაეტია და რა საჭირო იყო ამდენი ყვირილი გაუგებარია“, - თქვა ივანიშვილმა.