Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტარებისა და მათი ოჯახის წევრების არადეკლარირებული წილები

25 ივლისი, 2018 13:48

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევის ფარგლებში შეისწავლა დეპუტატების ბიზნესთან კავშირისა და არადეკლარირებული ქონების შესახებ ინფორმაცია.

ორგანიზაციის ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში (2016 წლის 18 ნოემბერი - 2018 წლის 31 მარტი) შესწავლილი ინფორმაციის შესაბამისად, პარლამენტის 60 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი.

TI-ის განმარტებით, წილის მესაკუთრეობა არ არის კანონის დარღვევა, თუმცა დეპუტატმა მისი და ოჯახის წევრის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიუთითოს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში.

ვრცლად ინფორმაცია დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებზე:

პარლამენტარების კავშირები ბიზნესთან:

ზაზა კედელაშვილი  - არ არის დეკლარირებული: მეწილე შპს „ჩემპიონში“ (ს/კ 205188125) 25%;

გოჩა ენუქიძე - არ უთითებს: შპს „ალიანს მოტორს-თბილისი“; შპს „ჯორჯიან ალკონტრეიდ“ (205051389), მეწილე, 12.5% (წილის მმართველი ბექა კიკალეიშვილი);

ლევან კობიაშვილი - დეკლარაციაში არ არის მითითებული წილის საკუთრების შესახებ შემდეგ სუბიექტებში: 1. შპს კ - 3 2. შპს „ალი ჯორჯიან მოტორსი“ 3. შპს „ჯ.ს.ს.“;

გურამ მაჭარაშვილი - არ არის დეკლარირებული: შპს „გლობალექსი“ (ს/კ 205255542), მეწილე (25%) (წილი მმართველობაში გადაცემული აქვს გიორგი ნოზაძეს);

კობა ნარჩემაშვილი - არ არის დეკლარირებული: შპს „ბუმჯორჯია“ (405042582), მეწილე (50%) /// პარტნიორები: ოსმან ოქან ქარაქოლჯუ, თურქეთი;

სიმონ ნოზაძე - არ უთითებს: შპს „ქართული ღვინოები“ (200152618), მეწილე, 50% /// პარტნიორი: ალექსანდრე ნოზაძე;

კახაბერ ოქრიაშვილი - არ უთითებს: შპს ჩვენი ჯანმრთელობა (202194008), მეწილე, 50%, წილის მმართველი ვაჟა ოქრიაშვილი; შპს სპორტს საიენს ჯორჯია (400140682), მეწილე, 100%, წილის მმართველი ვაჟა ოქრიაშვილი;

შოთა ხაბარელი - არ უთითებს: შპს „ჯუნა“ (200031134), მეწილე, 50%;

ვიქტორ ჯაფარიძე - არ უთითებს: შპს „სეტი +“ (405218697), მეწილე 33.3% /// პარტნიორი: ოთარ ჩართოლანი;

ერეკლე ტრიპოლსკი - დეკლარაციის შევსების შემდეგ დარეგისტრირდა მეწილედ: შპს „წყარო“, მეწილე 20%; პარტნიორები: ომარ ოსეფაიშვილი; გიორგი ტალახაძე; ომარი ნიშნიანიძე;

გედევან ფოფხაძე - მან მიმართა საჯარო რეესტრს სტატუსის (მეწილე) შეცვლის თაობაზე, მაგრამ განცხადება არ დაკმაყოფილდა და რეესტრის მონაცემების მიხედვით, კს გიორგი გიუაშვილი და კომპანიის 30%)-იანი წილის მესაკუთრედ ფიქსირდება.

პარლამენტარების ოჯახის წევრების კავშირები ბიზნესთან

გიორგი ბეგაძის შვილი გიორგი ბეგაძე - არ უთითებს შვილის (გიორგი ბეგაძე, დაბ. თარ.12.07.1997.) მეწილეობას შემდეგ კომპანიაში: 1. შპს „მედიატორი“ 72 (204549550);

ლევან ბეჟანიძის მეუღლე გურანდუხტ ჩხეიძე - არ უთითებს მის მეწილეობას (0.84%) შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლში“ (445420358);

ანზორ ბოლქვაძის მეუღლე თინა ბოლქვაძე - არ უთითებს მისი მეუღლის მეწილეობას (100%) - შპს „ფონი+“ (445411670);

ანზორ ბოლქვაძის შვილი ნოდარ ბოლქვაძე - არ უთითებს მის მონაწილეობას შემდეგ შპს-ებში - „Replay Tbilisi“, „ნია“, „გადახურვის სერვისი“, „ბი ემ სი“, „აისი გოდერძი“;

თინათინ აბრალავა ვანო ზარდიაშვილის მეუღლე - არ უთითებს დეკლარაციაში შპს „პენტჰაუსი“, მეწილე 5 %;

სოფიო მოსიძე ლევან კობერიძის მეუღლე - არ უთითებს: 1. შპს „მოსე მწერალი“ (404867319) მეწილე, 40%;

ელგუჯა კოპაძე გიორგი კოპაძის შვილი - არ უთითებს: 1. შპს „კოპა +“ (224092737) დირექტორი;

ზაზა ოქუაშვილი ნატო ჩხეიძის მეუღლე - არ უთითებს: შპს „დელტა“, მეწილე;

ბუბა ჩანქსელიანი გოდერძი ჩანქსელიანის შვილი - არ უთითებს: 1. შპს „ქართული რაგბი“ (404551061) მეწილე, 30%;

ომარ ქუცნაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის მამა - არ უთითებს დირექტორობას: 1. შპს ქართულ-აზერბ. ერთობ. საპროექ.- სამშ კომპ. თბილ-ბაქო. არ უთითებს მეწილეობას: 2. შპს ქმბ, 3. შპს ენერსი, 4. შპს აგრა;

ქეთევან ნადირაძე ერეკლე ტრიპოლსკის მეუღლე - არ უთითებს მეწილეობას (20%) შპს „ნისლში“ (204450511);

მანანა მხეიძე დიმიტრი მხეიძის დედა - არ უთითებს: შპს „დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ- ცხვირის კლინიკა გიდი“ (212693637), დირექტორი;

ვლადიმერ ნარჩემაშვილი კობა ნარჩემაშვილის შვილი - არ უთითებს: შპს „უნივერსალ პლიუსი“ (405144543), დირექტორი, მეწილე, 100%; შპს „ლადი“ (405230156), მეწილე, 50%; შპს „იუპიტერი“ (421268862), მეწილე, 50%; შპს „ლ.ლ.ნ.“ (405225359), მეწილე, 50%; შპს „ლ.ლ“ (405227918), მეწილე 50%;

დავით ნოზაძე სიმონ ნოზაძის შვილი - არ უთითებს: შპს „3დ ტრანსი“ (405028483), მეწილე, 50%;

გიორგი კვიციანი ემზარ კვიციანის შვილი - არ უთითებს: შპს „New Towers“ (406093472), დირექტორი, მეწილე 50%;

თინათინ ზალდასტანიშვილი გია ჟორჟოლიანის მეუღლე - არ უთითებს: შპს „LT GLOBAL“ „SERVICES LLC-ს“ ფილიალი საქართველოში (204459068), დირექტორი;

თამარ აბაშიძე გიორგი კახიანის მეუღლე არ უთითებს: შპს „ჩვენ და ჩვენი შვილები“ (205067443), დირექტორი, მეწილე;

ნუგზარ ყურშუბაძე ფატი ხალვაშის მეუღლე - არ უთითებს: შპს „პრიზა“ (205146625), დირექტორი;

გონერი ხახუბია ირაკლი ხახუბიას მამა - არ უთითებს: შპს „თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“ (201945869 ), მეწილე, 7.8%;

დავით დაღელაშვილი ირმა ნადირაშვილის მეუღლე - არ უთითებს: შპს „საშუამავლო ჯგუფი საქართველოში“, 25 % მეწილე;

ნათია ხვისტანი ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე - არ უთითებს: 1. შპს „სეტი“ 50 % 2. კოოპერატივი „რკ საბეჭისი-001“, დირექტორი; 3. ინდ. მეწარმე;

კარაპეტ მკოიანი ენზელ მკოიანის შვილი - არ აქვს დეკლარირებული რომ კარაპეტ მკოიანი დირექტორია შპს „დეკმაკა-ში“ (404537300) მეწილეა/დირექტორია შპს „კაროში“ (223353617);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^