
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარი წარადგინა. პრემიერის თქმით, ეს სამსახური უშაულოდ დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს.
„ბატონი სოზარ სუბარი, რომმელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება უხელმძღავნელებს რეგიონალური მართვის სამსახურს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური მართვის კომპონენტი და გადმოვა საქართელოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამის აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ დღემდე არსებული რეგინალური პოლიტიკა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და რეგინალურ მმართველობაში“,-განაცხადა პრემიერმა.