
ხეტყის უკანონო ჭრა არის არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული, არამედ ეს დანაშაულია შთამომავლობის წინაშეც.
თუმცა სწორედ იმის გამო რომ ამას ასეთი მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც ახლა სახელმწიფოს შედარებით რბილი მიდგომა აქვს. თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი კონსტიტუცია, ერთი კანონი და განსხვავებული კანონები ვერ ვიცხოვრებთ სხვადასხვა ადგილზე.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს პროცესი კანონის ფარგებში მოექცეს - თქვა სოზარ სუბარმა.
ერთი მხრივს გვინდოდეს ხე-ტყის უკანონო ჭრა, მეორე მხრივ კი არ გვსურდეს ჰესების აშენება, რომლებმაც ადამიანები უნდა დასაქმოს და მესამე მხრივ კი, კარგი ცხოვრება გვსურდეს, ასე არ ხდება - ამბობს სუბარი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოზარ სუბარი რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა.