Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 485-მა მოქალაქემ მოითხოვა, შვედეთში - 490-მა

26 ივლისი, 2018 17:39

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მარკ ჰულსტის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ 6 თვეში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2 485-მა მოქალაქემ მოითხოვა, შვედეთში - 490-მა, ბელგიაში - 471-მა, ხოლო ნიდერლანდებში - 81-მა. 

ჰულსტი აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მცირდება, თუმცა ბელგიასა და ნიდერლანდებში პირიქით, ზრდის ტენდენციაა, თუმცა, მისივე განმარტებით,  ამ ორ ქვეყანაში მასშტაბი შედარებით მცირეა.

„კლების მაჩვენებელი იმედისმომცემია. იგივე ტენდენციაა შვედეთში, სადაც ნოემბერ-დეკემბერში და წელს იანვარ-თებერვალში საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოითხოვა თავშესაფარი. გერმანიასთან შედარებით თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ შვედეთისთვისაა დიდი რიცხვი, რაც მათთვის ახალი მოვლენა იყო. თუ ამ ციფრებს შარშანდელი 6 თვის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მატება შვედეთში 23%-ია, ბელგიაში ზუსტად იგივე ციფრია, რაც შარშან იყო",- განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, საქართველოდან წასულ მოქალაქეებს თითქმის არ აქვთ საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების შანსი. ამის არგუმენტად მას გერმანიის მაგალითი მოჰყავს, სადაც სტატუსი თავშესაფრის მომთხოვნ პირთა მხოლოდ 1%-მა მიიღო. საუბარია, სხვადასხვა მიზეზის გამო დროებითი ცხოვრების უფლების მიღებაზე.

„აქ საუბარია ორ სხვადასხვა სტატუსზე, ერთია უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, რომელიც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მეორეა დროებითი ცხოვრების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო. აქ, ძირითადად, საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე. ასევე, არცერთ პირს არ მიუღია სტატუსი შვედეთში, აქ ფაქტობრივად დროებითი სტატუსის მინიჭებაც არ ხდება, ისევე, როგორც ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ადრე საფრანგეთი იყო ლოიალური ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, საფრანგეთი იმავე ლოიალური მიდგომით არ მგონია მოქმედებდეს",- განაცხადა ჰულსტმა. 

მისი შეფასებით, ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან თავშესაფრის მაძიებლებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და არ აქვთ საკმარისი ანაზღაურება, ბავშვებს კი განათლების მიღება უჭირთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^