ხანძრის შემდეგ ათენში წყალდიდობა დაიწყო. The Washington Post-ის ინფორმაციით, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შემდეგ დაიტბორა სახლები, სავაჭრო ცენტრები და მანქანები. ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებენ მძღოლებს, რომ თავი შეიკავონ ათენის ჩრდილოეთ ნაწილში გადაადგილებისგან.
წყალდიდობამდე ათენში ხანძარი იყო, რა დროსაც 82 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა.