Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გიორგი მამალაძის საქმე გადასახედია და დეკანოზს სინოდმა უნდა მოუსმინოს“ - ფოთისა და ხობის ეპარქია

26 ივლისი, 2018 18:02

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საგამოძიებო უწყებებმა საფუძვლიანად უნდა გადახედონ, ხოლო თავად მამალაძეს უნდა მიეცეს საშუალება, სინოდს პირადად მოახსენოს ის, რისი გაცხადებაც საჯაროდ არ სურს.

ამის შესახებ განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სინოდის წევრებმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მისივე თხოვნით მოინახულეს.

გიორგი მამალაძე, მიტროპოლიტის განცხადებით, გასამართლებულია ე.წ. „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით, მაგრამ მისი მონათხრობის შემდეგ მიტროპოლიტები მიიჩნევენ, რომ „ციანიდის“ საქმეს საფუძვლიანი გადახედვა სჭირდება.

„მოცემული საქმის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია.

საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^