Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილო კორეა აშშ-ს ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტებს უბრუნებს

27 ივლისი, 2018 15:27

ჩრდილო კორეამ აშშ-ს 55 ჯარისკაცის ნეშტი დაუბრუნა, რომლებიც კორეის ომში დაიღუპნენ და ამ დრომდე იქ იყვნენ დაკრძალულები.

ამერიკელ ჯარისკაცთა ნეშტები ჩრდილო კორეის დელეგაციამ სამხრეთ კორეაში აშშ-ის ბაზას გადასცა. რეპატრიაციაზე კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი ივნისში, სინგაპურის სამიტზე შეთანხმდნენ. პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება და ამერიკელებს 1950-1953 წლების კორეის ომში დაღუპულ და ტყვედ ჩავარდნილ სხვა პირთა ნეშტებსაც დაუბრუნებენ.

„ძნელია ცხოვრება, როცა არ იცი შენი საყვარელი ადამიანის ბედი“, - უთხრა BBC-ს ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილმა, რომელსაც იმედი გაუჩნდა, რომ 65 წლის შემდეგ მამის დატირებას შეძლებს.

სინგაპურის სამიტს, რომელზეც აშშ-სა და ჩრდილო კორეის ლიდერები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, ბევრი აკრიტიკებდა და მიიჩნევდნენ, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდებოდა. თუმცა რეპატრიაცია სწორედ სინგაპურის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

ჯონ ზიმერლიმ, რომელიც კორეაში დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილია და იკვლევს კორეის ომს, BBC-ს განუცხადა, რომ რეპატრირებულ 55 ნეშტს შორის შესაძლოა ამერიკელები არც აღმოჩნდნენ.

„ეს არის იმ ხალხის ნეშტები, რომლებსაც ჩრდილოკორეელები მტრებად მიიჩნევენ, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყვნენ ბრიტანელები, ავსტრალიელები, ბელგიელები ან სხვა ქვეყნის ჯარისკაცები“, - თქვა ზიმერლიმ. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნეშტების იდენტიფიცირებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

კომუნისტების წინააღმდეგ კორეის ომში 326 000 ამერიკელი იბრძოდა სამხრეთელთა მხარდამხარ. მათგან 5 300 ჯარისკაცი დღემდე დაკარგულად ითვლება. აშშ-ს კოალიციიდან სულ 33 000-მდე ჯარისკაცი დარჩა ჩრდილო კორეის მიწაზე. მიიჩნევა, რომ მათი ნაწილი ტყვეთა ბანაკებშია დამარხული, ნაწილი დიდი შეტაკებების ადგილას, ზოგი კი კორეის ორი რესპუბლიკის გამყოფ, დემილიტარიზებულ ზონაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^