Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

27 ივლისი, 2018 15:31

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ხარვეზებზე ვრცელი სამართლებრივი შეფასების დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, მთავარ პროკურორსა და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს გაუგზავნა.

EMC საქმის ეფექტიანი გამოძიების და მისი მძიმე სოციალური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისგან სათანადო რეაგირებას ითხოვს.

 დოკუმენტში EMC მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესი  სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს. 

„მიმდინარე გამოძიების პროცესი არსებითად ხარვეზიანია და ის ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. მათ შორის:

  1. გამოძიების პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით, სუს-ის მიერ განხორციელდა, რაც ამოღებული მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) ვალიდურობაზე გავლენას ახდენს;
  2. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატებს არ გააჩნიათ წვდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ არც ერთ ინფორმაციაზე, რაც გამოძიების ჯეროვანობის შეფასების შესაძლებლობას არსებითად გვიზღუდავს. EMC-ს არა ერთი მოთხოვნისა და სამართლებრივი დავის მიუხედავად, პროკურატურა არ უზრუნველყოფს საქმის მასალების გასაიდუმლოებულ ნაწილებზე წვდომას;
  3. ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება მტკიცებულებების განადგურებისა და ფალსიფიკაციის ეჭვი. სუს-ის გადაწყვეტილებით განადგურდა ხელყუმბარა და თვითნებურად შეიცვალა იმ იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილები, საიდანაც სროლა განხორციელდა;
  4. გამოძიების ფარგლებში, თ. მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ არის მიჩნეული დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
  5. საქმეზე ამ დრომდე არ არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთაც სიმართლის დადგენაში არსებითი მნიშვნელობა აქვთ.
  6. მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცოპერაციის ჩატარების დროს ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დასაბუთებული განცხადებისა და ოჯახის წევრების გამოკითხვის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

შეფასების დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნის დარღვევას. 

შეფასების დოკუმენტში EMC სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლსა და უწყებას რეკომენდაციებით მიმართავს და მათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მათ შორის:

საქართველოს მთავარ პროკურორს

  1. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიანი, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარება და იმ პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომლებმაც არასათანადოდ დაგეგმეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია მაჩალიკაშვილების სახლში. ასევე, მათი, ვინც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს;
  2. საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების მიზნით, მთავარმა პროკურორმა უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პირადი ზედამხედველობის განხორციელება და შესაბამისი პროკურორისთვის წერილობითი და დასაბუთებული მითითებების მიცემა;
  3. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქმის იმ მასალებზე წვდომა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად კლასიფიცირდება;
  4. უზრუნველყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შესაძლებლად დროული შეხვედრა და გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე დისკუსიის გამართვა.

საქართველოს პარლამენტსა და მის შესაბამის კომიტეტებს

  1. გაიაზროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მძიმე სოციალური შედეგები პანკისის ხეობისთვის და დაინტერესდეს თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში სუს-ის და პროკურატურის საქმიანობაში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემატიკით. შესაბამისად, მათი საქმიანობის მიმართ, უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, მათ შორის, დაიბაროს აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები და მოისმინოს ანგარიშები;
  2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლებრივი დასკვნისა და რელევანტური რეკომენდაციების მომზადება;
  3. გაიაზროს პანკისის ხეობაში არსებითად უსაფრთხობის მიდგომებზე დაფუძნებული სახელწიფო პოლიტიკის მძიმე შედეგები და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ, ხეობის მოსახლეობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გაჩენილი ნდობის პრობლემა. საპასუხოდ, შესაბამის უწყებებს ხეობაში პოლიტიკის წარმართვის სახელმძღვანელო მითითებები მისცეს;
  4. ადამიანის უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა გამართონ სამუშაო შეხვედრა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან და პანკისის ხეობის მოსახლეობის თემის ლიდერებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

  1. გაიაზროს თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მძიმე სოციალური შედეგები ხეობისთვის და დაინტერესდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში სუს-ისა და პროკურატურის საქმიანობის პრობლემატიკით. საქმის პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მასზე პირადი მონიტორინგი განახორციელოს;
  2. გაიაზროს პანკისის ხეობაში არსებითად უსაფრთხობის მიდგომებზე დაფუძნებული სახელწიფო პოლიტიკის მძიმე შედეგები და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ, ხეობის მოსახლეობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გაჩენილი ნდობის პრობლემა. შესაბამის უწყებებს კი ხეობაში პოლიტიკის წარმართვის სახელმძღვანელო მითითებები მისცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

  1. აღიაროს და შეწყვიტოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა;
  2. უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების იმ მასალებზე წვდომა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად კლასიფიცირდება;
  3. უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და მისი ადვოკატების წვდომა ყველა იმ საქმის მასალაზე, რომელიც ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გამოძიების ფარგლებში, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით არსებობს;

იხილეთ განცხადება სრულად 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^