3 აგვისტოს ქარელის საავადმყოფოში ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალიდან მოწვეული ექიმები პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ. თბილისიდან მოწვეული ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი და ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე, მედიცინის დოქტორი ტრავმატოლოგ-ორთოპედი - აბესალომ ტყეშელაშვილი და ზოგადი ქირურგი, პროფესორი გიორგი ხეროდინაშვილი პაციენტებს 11:00-17:00 სთ-მდე მიიღებენ.
კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 595 71 83 11; მის: ქარელის საავადმყოფო, ფანასკერტელის ქ. 30