Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაბრიელ სალოსის ქუჩის საქმე - ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

27 ივლისი, 2018 17:54

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე სრულად ცნო დამნაშავედ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს - 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს - 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი - 10 წლით.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა მოკლეს ორი პირი, მესამემ აჰმედ ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. ორმხრივი დაპირისპირებისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელიც.

სპეცოპერაციამდე პოლიციამ დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავა. მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.

ამ საქმეზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სუს-მა 26 დეკემბერს უკვე პანკისის ხეობაში ჩაატარა. სპეცოპერაციისას სპეცრაზმმა მძიმედ დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

პანკისის ხეობაში სუს-მა დააკავა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი.

კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^