ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ნარკოპოლიტიკაში ცვლილებები შესაძლოა პარლამენტმა სექტემბრის დასაწყისში მიიღოს. ამის შესახებ ზოიძემ „თავისუფალი ბაზარი ვახო მეგრელიშვილთან“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო პერიოდში მთავრობის რეორგანიზებისა და სხვა გარკვეული მოვლენების გამო, ამ თემამ გუნდის შიგნით აქტუალობა დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავასრულებთ ამას. ხელმძღვანელობისგან მე ასეთი პირობა მაქვს მიღებული, რომ სექტემბრის პირველ-ორ კვირაში გვექნება სესია და აუცილებლად მივიღებთ [ცვლილებებს], სანამ გავალთ წინასაარჩევნო არდადეგებზე“, - აღნიშნა ზოიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი სახის ცვილებები შევა კანონმდებლობაში და მიიიღებს თუ არა პარლამენტი დეკრიმინალიზებას, ზოიძემ განაცხადა:
„რაც გვინდოდა, ბოლომდე რადიკალური რეფორმა, რასაც ჰქვია „დეკრიმინალიზაცია ახლავე“, ეს თემა არ იქნება, მაგრამ „ფაქტობრივ დეკრიმინალიზაციაზე“ პრაქტიკულად თანხმობა მაქვს მიღებული, [რაც ნიშნავს იმას], რომ მხოლოდ მოხმარების გამო ადამიანს არ დაიჭერენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ისაუბრა იმ კონტურებზე, რაც კონსულტაციების შედეგად ამ ეპატისთვის გამოიკვეთა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი საბოლოო შეჯერებას კიდევ საჭიროებს.
„ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკების ოდენობა იქნება აწეული; შპრიცში აღმოჩენილი უმცირესი ნაწილაკების თემა მოიხსნება.
რაც შეეხება ჰეროინის ოდენობას, წინასწარი შეთანხმება 50 მლგრ-ზე არის, რაც არის მოხმარების 1 დოზა და რომელზეც არ იქნება სისხლის სამსრთლის სასჯელი გათვალისწინებული“, - განაცხადა ზოიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ [ცვლილებების მიღებიდან] პირველი-ორი წლის განმავლობაში [ნარკოტიკების მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობამდე] რამდენიმე ეტაპი იქნება;
„პირველივე შემთხვევაზე ადამიანი მიიღებს გაფრთხლებას და გადაამისამართებენ კომისიაში. კომისია იმუშავებს მასთან და ურჩევს შესაბამის [დახმარებას] - ინფორმაციის მიწოდება, სხვაგვარი ინტერვენცია, მკუნალობა თუ სხვა.
თუ რეკრაციული მოხმარებაა, კომისიაში ეტყვიან თუ რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ნარკოტიკების მოხმარებას, ხოლო ნარკოდამოკიდებულება თუ განუვითარდა ადამიანს, შესაბამისად ჩაუტარებენ იმ ინტერვენციას რაც ტარდება სხვა ქვეყნებში.
მეორე შეთხვევაში იქნება ჯარიმა და ისევ კომისია, ხოლო მესამედ, [დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში] უკვე არის 3 ალტერნატივა, მათ შორის ციხე, მკურნალობა და ა.შ.“, - განაცხადა ზოიძემ.