
1-10 აგვისტოს „რეგიონულ ჰოსპიტალს“ ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი CICE-ის დირექტორი, დ/ესტენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გინეკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი-კონსულტანტი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ეწვევა.
გინეკოლოგიურ პაციენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ კონსულტაციები და ასევე ჩაიტარონ ოპერაციული მკურნალობა.
პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ოპერაციებს „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგიული გინეკოლოგიისა და გინეკოლოგიური ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელთან,პროფესორ ვადიმ ხატიაშვილთან ერთად ჩაატარებს.
კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05; 551 211 091; 591 136 001
მისამართი: რეგიონული ჰოსპიტალი - ქ.თბილისი; ქავთარაძის 23