ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა ბიბილოვის მიწვევა მიიღო და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო Рес ავრცელებს.
ანატოლი ბიბილოვი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ერთმანეთს 23 ივლისს, დამასკოში შეხვდნენ.
ანატოლი ბიბილოვმა ასადი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი დაასაჩუქრა, ხოლო, თავის მხრივ, ასადმა ბიბილოვს სირიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო გადასცა. ასადმა და ბიბილოვმა ერთმანეთს სხვა სამახსოვრო საჩუქრებიც უსახსოვრეს.