
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება უკვე მოითხოვა. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არაოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. თავად ზურაბიშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს.