
რომში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა და 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი გახდა თეიმურაზ ჭკუასელიძე (87 კგ), რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა უნგრელ ალექს ჟოკეს, დამაჯერებლად - 7:1 მოუგო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლერი აბულაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (77 კგ). ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.