„იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა“,- ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა, რომ შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენელიც ყოფილიყო. თუმცა, ქორიძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი თქვა.