უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება სიურპრიზად, მედიის საშუალებით შეიტყო.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს, მით უმეტეს ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაა, მასთან სატელეფონო კონტაქტი არ მქონია. დღეს სიურპრიზად, მედიასაშუალებით შევიტყვე მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადამიანურად მოვიკითხავ. სხვა ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.