Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები პრეზიდენტს მიმართავენ დროულად დაასახელოს უზენაესის თავჯდომარეობის კანდიდატი

02 აგვისტო, 2018 16:40

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. 

NGO-ები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს.

„მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს. ცლილებების ამოქმედების შემდეგ კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკს.

შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს სწორად გაიაზრონ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დროულად უზრუნველყონ ისეთი კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად, - ნათქვამია არასამათვრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); კონსტიტუციის 42-ე მუხლი  ; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^