ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმინეს. თეა წულუკიანის გამოკითხვა 4 წუთი გაგრძელდა.
სხდომის დაწყებისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ უმრავლესობას თეა წულუკიანთან შეკითხვები არ ჰქონდა. ისინი თავიდანვე ვერ ხედავდნენ კომისიაზე თეა წულუკიანის მოწვევის აზრს, რადგან იგი პროკურატურის ზედამხედველი არ არის.
თეა წულუკიანს შეკითხვები მხოლოდ ოთო კახიძემ დაუსვა.
დღეს საგამოძიებო კომისის წევრებმა შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოკითხეს.