Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დინამო-არენას“ მიმდებარედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

04 აგვისტო, 2018 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი  წერეთლის გამზირზე გვიან ღამით პატრულირების დროს,  „დინამო-არენას“  მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების - ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს  წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოძიება რ. შ. და თ. ძ. მიმართ  საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 - ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი. 1989 წელს დაბადებული გ. ბ., 1979 წელს დაბადებული ჯ. ნ., 1984 წელს დაბადებული თ. ს. დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^