„ნებადართული გახდა მარიხუანის მიღება. ეს არის დიდი შეცდომა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.
„ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება. ნებადართული გახდა მარიხუანის მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს. ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნება, ისინი თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ, გამოეტანათ ეს დადგენილება”, - აღნიშნა ილია მეორემ.
-
„გირჩის" ლიდერების საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებაზე ამიერიდან არანაირი სანქცია აღარ გავრცელდება.
ამ გადაწყვეტილებამდე მარიხუანის მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა და 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან 1-დან 6 თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა.
ბევრმა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანის ლეგალიზაციად მიიჩნია. მათ ჰგონიათ, რომ ამიერიდან მარიხუანის მოწევა თავისუფლად შეეძლებათ და არანაირი სანქცია არ დაემუქრებათ.
თუმცა იურისტების განმარტებით, საქმე არც ისე მარტივადაა (ზოგიერთისთვის რთულად), როგორც ეს სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის (EMC) იურისტის, სოფო ვერძეულის განმარტებით, საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მხოლოდ ის, რომ ორგანიზმში მარიხუანის მოხმარების კვალის აღმოჩენა აღარ დაისჯება.
იხილეთ ვრცლად „ლიბერალის" მასალაში:რას ნიშნავს, მარიხუანის „მოხმარება არ ისჯება“