Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფების მუქარისშემცველი ვიდეოს საფუძველზე სუსი გამოძიებას აწარმოებს

06 აგვისტო, 2018 12:10

გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, რომელშიც სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფება ქართულ ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს - ამის შესახებ „ლიბერალს" სუს-ში განუცხადეს. 

ვიდეოში, რომელიც „პალიტრანიუსმა" გაავრცელა, ქართულენოვანი წარწერები ახლავს. ვიდეოში ნათქვამია, რომ მათ ორი ძმა მოუკლეს, რომ ახსოვთ გაბრიელ სალოსოს ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და „მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის".

„ამ ვიდეოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - ამბობენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ იძლევიან დამატებით ინფორმაციას ვიდეოს გავრცელების დროისა და წარმომავლობის შესახებ, თუმცა „პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინ დამზადდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^