გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება, 8-10 აგვისტოს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით, 9 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.